1 გარდაცვლილი და 2 დაშავებული
ყვარლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

შემთხვევა სოფელ სარუსოსთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად, ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, ორი მგზავრი კი დაშავდა.

ექიმების შეფასებით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები