ხაშურში უცხო ქვეყნის მოქალაქე მეგობარ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს
ხაშურში დააკავე უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცი, რომელსაც ბრალად ედება მეგობარი ქალის იძულება და მასზე ძალადობა.

ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

​როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, დაკავებული კაცი ბიზნესმენია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს დაწყებული:

11 პრიმა - 139 მუხლი - სექსუალური ხასიათის იძულება;
126 პრიმა მუხლი - ოჯახში ძალადობა.

დაკავებულ კაცს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები