პლასტმასის ბოთლების ჩამბარებელი პუნქტი უკვე სოფელ მუხრანშიც
ამოქმედდა. როგორც კომპანიაში „პოლივიმი“ აცხადებენ, 1 კგ PET, PP და
PE ტიპის პლასტმასის ღირებულება 1 ლარს შეადგენს, მისი ჩაბარება კი,
რუსთავში თბილისსა და მცხეთაშია შესაძლებელი.
ცნობისთვის, პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო რუსთავში 1 წლის წინ
გახსნა. როგორც კომპანიაში „პოლივიმი“ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს,
საწარმოს საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ ევროს შეადგენს და ამ
დროისთვის 50 ადამიანია დასაქმებული.
რაც შეეხება ლოკაციებს, სადაც პლასტმასის ბოთლები ბარდება, დონაციის
სახით ეს შემდეგ მისამართებზეა შესაძლებელი:
თბილისი
- "პოლივიმის" სათაო ოფისი - გამრეკელის ქუჩა (ნომერი
2, აქსისის ბიზნეს ცენტრი, მესამე სართული)
- მთაწმინდა - Zero Effect • ზერო ეფექტი ვაკეში -
@Eco-taxi by Parki ar minda
- ტენე- (თავსახურებს ტენე გამოიყენებს წარმოებაში,
ხოლო ბოთლებს გადაამუშავებს „პოლივიმი“)
- ახალი მწვანე მეგობარი და ლოკაცია - პატარა
ბაზარი
- რუსთავი - ეკო ცენტრი
თანხის სანაცვლოდ კი:
- რუსთავი, „პოლივიმის" საწარმო, მშვიდობის ქუჩა#48
(ორშაბათი-პარასკევი, 9:00-19:00)
- მცხეთა, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია (ყოველ შაბათს,
9:00-13:00)
- სოფელი მუხრანი, მცხეთის მუნიციპალიტეტი (ყოველი თვის
პირველი კვირა დღე 10:00-14:00)
როგორც კომპანიაში აცხადებენ, პლასტმასის გადამუშავების შედეგად
მზადდება პლასტმასის ფანტელები, რომელიც გამოიყენება როგორც ნედლეული
სხვადასხვა შესაფუთი მასალების დასამზადებლად, ასევე მისგან მზადდება
პოლიესტერის სინთეზური ბოჭკო. მათი თქმით, პეტ ფანტელების 15%
აკმაყოფილებს საქართველოს ბაზარს, 85% კი ექსპორტზე ევროკავშირის
ქვეყნებში გადის.