„სრულიად მიუღებლად მიმაჩნია“ - პრეზიდენტი ახალგაზრდების შესახებ პაპუაშვილის განცხადებაზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას ახალგაზრდების შესახებ და მას მიუღებელს უწოდებს.

„სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება.

შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი რომელიმე პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს.

ასეთი შეფასებები შესაძლოა, მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს და არა
ახალგაზრდებთან აუცილებელი კომუნიკაციის აღდგენას, რასაც ყველა საშუალებით უნდა ცდილობდეს ხელისუფლება, მით უმეტეს, ამ ბოლო მოვლენების ფონზე“,
– წერს ზურაბიშვილი Facebook-გვერდზე.

„[ჩვენ ვნახეთ], პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ, „ნაცმოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 20 მარტს.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები