2022 წლის მე-4 კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად
21.2%-ით გაიზარდა, წინა კვარტალში დაფიქსირებული წლიური 16.5%-იანი
ზრდის შემდეგ. ამის შესახებ „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით,
„გალთ ენდ თაგარტის“ ანგარიშშია აღნიშნული.
სექტორების მიხედვით, 2022 წლის მე-4 კვარტალში ყველაზე მაღალი
საშუალო თვიური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 673 ლარი, წლიური ზრდა
- 61.8%;
- ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა - 2 727 ლარი,
წლიური ზრდა - 12.1%;
- მშენებლობა - 2 536 ლარი, წლიური ზრდა -
14.8%.
- ამასთან, 2022 წლის მე-4 კვარტალში, ყველაზე დაბალი
საშუალო თვიური ხელფასი ფიქსირდება შემდეგ
დარგებში:
- განათლება - 1 006 ლარი, წლიური ზრდა -
9.8%;
- წყალმომარაგების სექტორი - 1 137 ლარი, წლიური ზრდა -
9.1%;
- სოფლის მეურნეობის სექტორი - 1 179 ლარი, წლიური ზრდა
- 3.6%.