"გირჩი" - მეტი თავისუფლება” და “დროა” საარჩევნო გაერთიანებას
ქმნიან.
როგორც "დროას" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია
აღნიშნული, ორივე პარტიას აერთიანებს რამდენიმე იდეა, მათ შორის
მომავლის მკაფიო ხედვა.
„ჩვენ გვაერთიანებს ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ
რეჟიმთან; მომავლის მკაფიო ხედვა; მოტივაცია, შევცვალოთ საბჭოთა,
ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური
მმართველობით. ჩვენ ვქმნით ნორმალურ არჩევანს საქართველოს
მოქალაქეებისთვის“ - ნათქვამია ინფორმაციაში.