გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 სექტემბრიდან 9 სექტემბრამდე,
საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
მათივე ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30
გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
„თბილისში 6 სექტემბრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა
ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +30 გრადუსი
დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი): 7-8 სექტემბერს
მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე
წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო):
დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით
+19, +21 გრადუსი.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი,
ახმეტა, დედოფლისწყარო,): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით,
შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30
გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური,ომალო) დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი,“ -
აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.