ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა
ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) იტყობინება.

ევროპულმა საბჭომ ასევე
მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს. საბჭომ მოიწვია კომისია, რათა მარტამდე მოამზადოს ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები