კალაძე ნატრობს, რომ საქართველოს მეტი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდეს
თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ ნატრობს, საქართველოს რაც შეიძლება მეტი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდეს.

ჟურნალისტებმა კალაძეს კითხვა დაუსვეს „ბლუმბერგის“ ცნობებზე, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილის ქონების ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 2023 წელს 950 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

„ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არასდროს ჰქონია. საქართველოში მხოლოდ ქველმოქმედებით იყო დაკავებული და დღესაც აგრძელებს. უამრავი
პროექტი ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, შეგიძლიათ მოიძიოთ ოფიციალური მონაცემები, რამდენი მილიარდი დოლარია დახარჯული ქველმოქმედებაში. მე, უბრალოდ, ვინატრებდი, რაც შეიძლება მეტი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდეს ქვეყანას, რომ ასეთი მხარდამჭერი და საქველმოქმედო პროექტები იქნეს განხორციელებული“
, – განაცხადა კალაძემ.

24 დეკემბერის განახლებული მონაცემით, ივანიშვილის ქონება 6,55 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც 2013 წელს „ბლუმბერგმა“ ივანიშვილის ქონების სტატისტიკის გამოქვეყნება დაიწყო.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google