რა ჯდება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია საქართველოში
საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ღირებულება 145 ლარიდან იწყება და 203 ლარამდე ადის, ეს იმ შემთხვევაში, თუ პირი ჩვეულებრივ სანომრე ნიშანს იღებს, განსხვავებულის შემთხვევაში კი ფასი იზრდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ჯდება საქართველოში ავტომობილების გადაფორმება, ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნის ახლით შეცვლა, მემკვიდრეობის შემთხვევაში, ავტომობილის გადაფორმების და აგრეთვე მოპედის, ან მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაციის საფასური.

როგორც „მომსახურების სააგენტოს“ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ვგებულობთ, ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნის შეცვლის საფასური 135 ლარია.

სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია, იგივე ავტომობილის სტანდარტული გადაფორმების საფასური, შსს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში 203 ლარს შეადგენს, რაშიც შედის ტრანსპორტის დათვალიერების საფასური (20 ლარი), სანომრე ნიშნის საფასური (80 ლარი).

სატრანსპორტო საშუალების მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში, მომსახურების საფასური 120 ლარს შეადგენს, რაშიც შედის, ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობისა და დათვალიერების თანხაც.

რაც შეეხება მოპედის, ან მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაციის საფასურს - ეს მომსახურება 145 ლარი დაგიჯდებათ.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები