ჰერჩინსკი: იმედი გვაქვს, იქნება კონსენსუსი და ყველა იმუშავებს ერთად ევროინტეგრაციის მიმართულებით
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი კონსენსუსის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა 9 ნაბიჯის შესასრულებლად ერთად უნდა იმუშაონ, მიუხედავად იმისა, არჩევნები ბევრ ენერგიასა და ყურადღებას მოითხოვს.
„მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში არჩევნებია, რაც მოითხოვს ბევრ ენერგიას და ყურადღებას, მნიშვნელოვანია, რომ ამის პარალელურად, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთოს ყველაფერი 9-ვე რეკომენდაციის შესასრულებლად. რაც გულისხმობს ხელისუფლების მხრი
დან ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფას და ოპოზიციისთვის პროცესში ჩართვის შესაძლებლობის მიცემას.

ოპოზიციის მხრიდან კი მოითხოვს კონსტრუქციულ მიდგომას. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაც. ამიტომ იმედი გვაქვს, საარჩევნო კამპანიის მიუხედავად, იქნება კონსენსუსი და ყველა იმუშავებს ერთად, ევროინტეგრაციის მიმართულებით”,
– განაცხადა მან.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google