გერმანიაში მატარებლების მემანქანეები, აეროპორტის დაცვის
თანამშრომლები და ავიაკომპანია Lufthansa-ს თანამშრომლები გაიფიცნენ.
Deutsche Bahn-ის მატარებლების მემანქანეებმა გაფიცვა ადგილობრივი
დროით 02:00 საათზე დაიწყეს და 35 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
გაფიცვის უკან მატარებლის მემანქანეთა პროფკავშირი GDL დგას.
ფრანკფურტისა და ჰამბურგის აეროპორტებში დაცვის სამსახურის გაფიცვის
გამო ათობით ფრენა გაუქმდა. აეროპორტების ასოციაცია ADV-ს ცნობით,
გაფიცვა გავლენას მოახდენს 250 000-ზე მეტი ადამიანის სამოგზაურო
გეგმებზე.
მატარებლების მემანქანეები, აეროპორტის დაცვის თანამშრომლები და
ავიაკომპანია Lufthansa-ს თანამშრომლები ანაზღაურების გაზრდას და
სამუშაო საათების შემცირებას ითხოვენ.