თებერვალში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით და სტატისტიკით, ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი 2024 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა.
ასე იყო იანვრის თვეშიც.

თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 272.3 მლნ აშშ დოლარი, 723.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 26.9%-ით ნაკლებია 2023 წლის თებერვლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სიაში, სადაც მოცემულია ფულადი გზავნილების მიღება საქართველოში ქვეყნების მიხედვით, რუსეთის შემდეგ მოდის იტალია, აშშ, ისრაელი, საბერძნეთი და გერმანია.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები