აზიზკენდში, თაზაკენდში და გაჯისაკენდში შიდა გზების დაგება 999 998 ლარად იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სამ სოფელში შიდა გზების დაგებას 999 998 ლარად გეგმავს. მარნეულის მერიამ სოფლებში გზების დაგებისათვის ტენდერი 28 მარტს გამოაცხადა.

სატენდერო წინადადების მიხედვით, შიდა გზების დაგება იგეგმება სოფელ აზიზკენდში, თაზაკენდში და გაჯისაკენდში.

სოფელ აზიზკენდში შიდა გზა მე-10 და მე-13 ქუჩებზე დაიგება, ხოლო საპროექტო მონაკვეთის ჯამური სიგრძე 928 გრძივი მეტრია. სოფელ გაჯისაკენდში შიდა გზის დაგება 535 გრძივ მეტრზეა დაგეგმილი, ხოლო სოფელ თაზაკენდში შიდა გზა 400 გრძივ მეტრზე დაიგება.

მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება კომპანიებს 13-დან 18 აპრილამდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები