მერიამ 150 კვ.მ დროშაში 6 800 ლარი გადაიხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 62 დროშა 8 850 ლარად იყიდა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ დროშები გამარტივებული წესით ინდმეწარმე აკრემ გახრამანოვისაგან შეიძინა. 1 დროშაში, რომლის სიმაღლე 10 მეტრია ხოლო სიგანე, 15, მარნეულის მერიამ 6 800 ლარი გადაიხადა. 4 მეტრიანი დროშის შეძენა კი 1270 ლარი დაუჯდათ ხოლო, 100 სანტიმეტრიანი 60 დროშის შეძენა 780 ლარი.

"მოგახსენებთ, ყოველწლიურად მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ახორციელებს შემხვედრი ორგანიზაციული ადმინისტრაციული აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ხასიათის და პარამეტრების მქონე დროშების შესყიდვას რისთვისაც მიმდინარე წლის საჭიროებები ჩვენს მიერ დაწყებულია შესაბამისი საბაზვრისკვლევო პროცესი ,რითაც საშესყიდვო საშუალების ზღვრული განაკვეთის ზედა ჭერი არ სცდება მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი გამარტივებული შესყიდვის საშუალებისთვის დაწესებული მონეტარულ ზღვრებს აქედან გამომდინარე გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება" - წერია გამარტივებული ტენდერის მოხსენებით ბარათში.

თუ რა მიზნით შეიძინა მერიამ 10 მეტრიანი დროშა და სად განათავსებენ, ამის შესახებ რადიო "მარნეული" ინფორმაციას მარნეულის მერიიდან ელის.

პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

გარეკანის ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები