მარნეულელი რეპერის მიერ დაანონსებული სიმღერა საქართველოზე გამოქვეყნდა
Მარნეულისა და გარბადნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, მარნეულელი რეპერის “ნატოს” და დენიზის კლიპი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პირველმა ატვირთა.
Სიმღერასა და კლიპს, რომელსაც საზოგადოება მოუთმენლად ელოდა , დღეს, 4 აპრილს, საღამოს საათებში გავრცელდა. კლიპის Პირველი გამვრცელებელი დეპუტატი იყო, Ამის მერე თავად შემსრულებელმა გააზიარა.

Სიმღერის შინაარსი საქართველოსადმი სიყვარულია. Მომღერლები ამას ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე მღერიან. სიმღერის ნაწილი საქართველოს ნაკრების გამარჯვებას ეხება. ვიდეოშიᲓა საქართველო-საბერძნეთის მატჩის ამსახველი კადრებიც მოხვდა. Მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა არ იყო მიძღვნილი ნაკრების გამარჯვებას, . 27 მარტს გამოსული სიმღერის მოკლე პრეზენტაციაში მომღერალი ნატო- აფიკ ნოვრუზოვმა აღნიშნა, რომ ეს არის კარგი დამთხვევა და ამ სიმღერით ულოცავენ ნაკრებს გამარჯვებას.

Ტექსტის შემსრულებლები საქართველოს ტოლერანტობაზე, ბუნებაზე და ქვეყნისთვის სასახელო ფეხბურთელზე მღერიან.

სიმღერის ბოლოს აღნიშნულია, რომ კლიპი დაფინანსებულია პარლამენტის ორი დეპუტატის, ზაურ დარგალისა და სავალან მირზოევის მიერ.


Სიმღერის მოკლე ვერსიის ვირუსულად გავრცელების მერე, რეპერსმა სტატუსში დაანონსა კლიპის გადაღება დეპუტატების ფინანსური მხარდაჭერით.

Რეპერ ნატოსთვის პოლიტიკურ აქტორებთან თანამშრომლობა ახალი არ არის.

Მის მიერაა დაწერილი არაერთი სიმღერა, რომელიც პოლიტიკოსებმა წინასაარჩევნო პერიოდში გამოიყენეს. მათ შორის, ახმედ იმამყულიევმა და თემურ აბაზოვმა.

Ცნობილი იყო ისიც, რომ მან დაუწერა წინასაარჩევნო სიმღერა მერობის იმდროინდელ კანდიდატს ზაურ დარგალს, თუმცა სიმღერა არ გამოქვეყნებულა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები