ელნურ ველიზადეს მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „თბილისის სპორტის და ახალგაზრდობის ცენტრის“ კონკურსში გაიმარჯვა (ვიდეო)
„თეატრი ერას“ მსახიობის ელნურ ველიზადეს მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „წყალი სიცოცხლის წყაროა“ თბილისის მერიაში მოქმედი „თბილისის სპორტის და ახალგაზრდობის ცენტრის“ მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებეული გახდა. კონკურსის პირობების მიხედვით ორი გამარჯვებული გამოვლინდა. გამრჯვებულები ჟიურის მიერ და ფეისბუქ მომხმარებლის მოწონებით შეირჩა.

ელნურ ველიზადეს მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „წყალი სიცოხლის წყაროა“ „თბილისის სპორტის და ახალგაზრდობის ცენტრის“ ფეისბუქ გევრდზე განთავსების შემდგომ ფილმების/ვიდეობის მოწონების რაოდენობის მიხედვით გაიმარჯვა. მეორე გამარჯვებული კი თბილისელი მაია ფიფხაძე გახდა. მან გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გარემოს დაცვასთან დაკავშირებით პრობლემები“ და ჟიურის მიერ გამარჯვებულად გამოცხადდა.

თეატრის მსახიობი და მხატვრული ხელმძღვანელის მოადგილე ელნურ ველიზადე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კონკურსში გამარჯვება კარგი გრძნობაა და ამ გრძნობას სიტყვებით ვერ გამოხატავს.

„კონკურსში გამარჯვება ძალიან კარგი გრძნობაა. ახლა უფრო დიდი კონკურსისთვის ვემზადებით. ჩვენი გუნდის განწყობა მაღალია. მაყურებლების და მხარდამჭერების სტიმული კი ამ შეჯიბრზე წარმატების მიღწევის ნდობას გვაძლევს. იმიტომ, რომ არაჩვეულებრივ და ორიგინალურ სცენარზე ვმუშაობთ“.

„თბილისის სპორტის და ახალგაზრდობის ცენტრის“ მიერ გამოცხადებული კონკურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. გამარჯვებულებს კი სერტიკიატებთან ერთად საჩუქრის ბარათებიც გადაეცათ.

მოკლემეტრაჟიან ფილმზე „წყალი სიცოცხლის წყაროა“ მუშაობდნენ: იდეის ავტორი: ანარ რაფიგოღლუ; რეჟისორი/მსახიობი: ელნურ ველიზადე; ოპერატორი: ნიჯათ ჰუსეინოვი, სეიმურ მარდალიევი; ფოტოგრაფი: ყურბან ველიევი; სტილისტი; ელვინ ხანბაბაევი; დამხმარე: რუსლან ისმაილოვი.

{{AUDIO}}
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები