ირაკლი კობახიძე: თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი
ირაკლი კობახიძის თქმით, თბილისში, ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 6 აპრილს გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა და აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ ამ სხდომაზე იქნა მიღებული.

„დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით 4,5 მილიონი მგზავრი. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა ტურიზმის სფეროში. მომავალშიც მოსალოდნელია ვიზიტორთა რაოდენობის სწრაფი და თანმიმდევრული ზრდა, რასაც ფეხი უნდა აუწყოს ინფრასტრუქტურამ”, – თქვა კობახიძემ.

მისი თქმით, არსებული აეროპორტის გაფართოების ხარჯი იყო 900 მილიონი დოლარი, ახალი აშენების ფასი – 1 მილიარდ 260 მილიონი დოლარი.

ასევე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გაფართოებით შესაძლებელი იქნებოდა მგზავრთნაკადის 15 მილიონამდე გაზრდა, ახალი აეროპორტი – 19 მილიონ მგზავრის გატარებას შეძლებს.

„მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები და ამის შემდეგ, რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი”, – თქვა მან.

წყარო: პუბლიკა


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები