მარნეულში რესურსცენტრის უფროსის პოზიცია ვაკანტურია
მარნეულში საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადდა.

თავისუფალი ადგილის შესახებ ინფორმაცია hr.gov.ge-ზეა განთავსებული. ვაკანტური ადგილი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაქვეყნა. მარნეულის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე 3 ადამიანს სურს, კონკურსში მონაწილეობას მიღება კიდევ 6 დღის განმავლობაშია შესაძლებელი. რესურსცენტრის უფროსის ყოველთვიური ანაზღაურება 2394 ლარითაა განსაზღვრული.

მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში დირექტორის მოვალეობას წლებია ალი გახრამანოვი ასრულებს. ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, მიიღებს თუ არა ის კონკურსში მონაწილეობას.

ალი გახრამანოვის მოვალეობის შემსრულებლამდე დანიშვნამდე რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციას მარნეული ამჟამინდელი მერი, კენან ომაროვი 5 წლის განმავლობაში იკავებდა.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის ფუნქციები:
  • ხელმძღვანელობს რესურსცენტრს, წარმოადგენს რესურსცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს რესურსცენტრის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
  • • პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და დებულების შესრულებაზე;
  • • კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას რესურსცენტრის თანამშრომელთა საქმიანობაზე;
  • • მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში რესურსცენტრში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობების დასახელებას, რაოდენობასა და თანამდებობრივ სარგოს;
  • • საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობს მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლების ადმინისტრირებაში;
  • • სასწავლო წლის დაწყებამდე, სამინისტროს წარუდგენს რესურსცენტრის მუშაობის ყოველწლიურ გეგმას და რესურსცენტრის გასული წლის გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშს;
  • • მოთხოვნის შესაბამისად, მინისტრს წარუდგენს ანგარიშს რესურსცენტრის საქმიანობის შესახებ;
  • • იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების შესახებ;
  • • პასუხისმგებელია რესურსცენტრის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;
  • • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რესურსცენტრის თანამშრომლებს;
  • • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს თავისი და რესურსცენტრის თანამშრომლის შვებულებასა და სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • • გასცემს თანხმობას საჯარო სკოლის დირექტორის შვებულებაში გასვლის შესახებ;
  • • დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას საჯარო სკოლის დირექტორის შვებულებიდან გამოძახების თაობაზე;
  • • ამტკიცებს რესურსცენტრის შინაგანაწესს;
  • • თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
  • • ამოწმებს სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) თანამშრომელთა სამივლინებო მოწმობას.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები