მარნეულში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა
მარნეულში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა.

როგორც რადიო "მარნეულს" ავერსის კლინიკაში განუცხადეს, პაციენტი მუცლისა და გულ-მკერდის არეში არის დაჭრილი, ჩაუტარდა ოპერაცია და ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

"შემავალი ჭრილობა იყო მსუბიქი სიმძიმისაა, კარგად ჯერ არ არის, მძიმედ ითვლება მაინც" - განმარტავენ კლინიკაში.

მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა 8 აპრილს მოხდა.

როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მეთერთმეტე პრიმა 117-ე მულით დაიწყო, რაც ოჯახისა წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის ჯანმრთელობის განძრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გარეკანის ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი




„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები