საჯარო რეესტრმა ძალადობრივი, პრორუსული „ალტ ინფოს" პარტია გააუქმა
საჯარო რეესტრმა ძალადობრივ, პრორუსულ „ალტ ინფოს” პარტია „კონსერვატიული მოძრაობა” გაუუქმა.
გადაწყვეტილება რეესტრში უკვე ასახულია.

საჯარო რეესტრი სამართლებრივ დასაბუთებად ყრილობის წესდების წარუდგენლობას ასახელებს.

კერძოდ, რეესტრი წერს:

„2021 წლის 6 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა კონსტანტინე მორგოშიას მიერ ხელმოწერილი ახალი წესდება. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წესდება ყრილობას უნდა დაემტკიცებინა. ამდენად, საქართველოს ორგანული კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, განმცხადებელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის პარტიის წევრთა ყრილობის მიერ მიღებული წესდება უნდა წარედგინა, რაც არ მომხდარა”.


ალტ ინფოს” წევრმა, ირაკლი მარტინენკომ ეს დანაშაულად შეაფასა.

„ეს არის გაუგონარი ფორმის დანაშაული, როგორიც წინა ხელისუფლებების პირობებშიც არ მომხდარა. სააკაშვილის რეჟიმის დროსაც არ მომხდარა, რომ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ლეგალური პოლიტიკური საქმიანობის წარმოება რომ ყოფილიყო ხელყოფილი”, – თქვა მარტინენკომ.

პრორუსულმა, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ ინფომ” პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო” 2021 წლის 20 ნოემბერს დააფუძნა.

4 აპრილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია საარჩევნო სუბიექტად დაარეგისტრირა და არჩევნებში მონაწილეობის ნება დართო. ამისთვის მათ 50 ათასი ხელმოწერაც შეაგროვეს.

„ალტ ინფო” იყო 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორი. ჩადენილი დანაშუალებისთვის ისინი დღემდე დაუსჯელები არიან.

„ალტ ინფომ” ჩაშალა 2023 წლის 8 ივლისს, „ლისი ვანდერლენდში” დაგეგმილი ლგბტქ ფესტივალი, პრაიდფესტი. პასუხი მათ არც ამ დღისთვის უგიათ.

„ალტ ინფო” ავრცელებს რუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას და დეზინფორმაციას.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები