მიხეილ სააკაშვილი - 9 აპრილის მონუმენტი ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს 2003 წლის 9 აპრილს გავხსენი, ჩემი გაპრეზიდენტებიდან მალევე კი გავხსენით 9 აპრილის გმირების მემორიალი პარლამენტის წინ - მარადიული დიდება ჩვენს გმირებს!
9 აპრილის მონუმენტი ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს 2003 წლის 9 აპრილს გავხსენი. ჩემი გაპრეზიდენტებიდან მალევე კი გავხსენით 9 აპრილის გმირების მემორიალი პარლამენტის წინ. მარადიული დიდება ჩვენს გმირებს! , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში წერს.

“9 აპრილის მონუმენტი ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს 2003 წლის 9 აპრილს გავხსენი, როდესაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი. 9 აპრილის ბაღში (ყოფილი ალექსანდრეს ბაღი) გახსნილ მონუმენტს "სიცოცხლის ხე" ჰქვია და თითოეულ ფოთოლზე 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სახელები და გვარებია ამოტვიფრული. ამავე ბაღში დავრგეთ გმირების სახელობის ხეები. ჩემი გაპრეზიდენტებიდან მალევე კი გავხსენით 9 აპრილის გმირების მემორიალი პარლამენტის წინ.მარადიული დიდება ჩვენს გმირებს! , - წერს მიხეილ სააკაშილი.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები