2021-2023 წლებში წყლის ტარიფი მნიშვნელოვნად გაიზარდა - ანგარიში
2021-2023 წლებში ზოგიერთ რეგიონში სასმელი წყლის ტარიფები საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

„ყურადღება მიიქცია შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ დადგენილმა ტარიფებმა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის: 2021-2023 წლებში ტარიფი იყო 6.503 თეთრი 1 კუბ/მ, ხოლო 2024-2026 წლებისთვის შეადგენს - 8.807 თეთრს. ამავე კატეგორიის მომხმარებლებისთვის გაიზარდა ტარიფი ქ. რუსთავშიც - იყო 3.705 თეთრი, დადგინდა ახალი ტარიფი 6.500 თეთრის ოდენობით“, -
აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში სასმელი წყლის ზღვრული ტარიფი უმნიშვნელოდ შემცირდა იმ რეგიონებში, სადაც ოპერირებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.

წყარო: BPN

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები