ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს რუსულ კანონზე საუბრისას დაარტყა
ოპოზიციონერმა პარლამენტარმა ალეკო ელისაშვილმა უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსულ კანონზე საუბრობდა, ალეკო ელისაშვილმა თავში მუშტი ჩაარტყა.

„შენი რუსი…“ — ისმის კადრში ალეკო ელისაშვილის ხმა, რის შემდეგაც მის გარშემო სხვა დეპუტატები იწყებენ ჩხუბს. ამ დროს გაითიშა პირდაპირი ეთერი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან.

დილიდან პარლამენტში რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს, რომლის მსგავსის მიღებამ რუსეთში გააქრო
დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი და მედიები.

პარარელურად, საპროტესტო აქცია იმართება პარლამენტის შენობის გარეთ.



„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები