„საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს" - მილერი რუსულ კანონზე
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი კვლავ ეხმაურება რუსულ კანონს და შეშფოთებას კიდევ ერთხელ გამოხატავს. მისი თქმით, ეს კანონი არა მხოლოდ დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ შეაფერხებს მედიების მუშაობას და საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს.

„ჩვენ ვრჩებით ღრმად შეშფოთებული, რომ ეს კანონპროექტი დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად მუშაობენ და საქართველოს თავისი ევროპული გზიდან გადაიყვანს. ჩვენ, ასევე, ვართ
შეშფოთებულები, რომ ეს კანონპროექტი შეაფერხებს დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის მისაწოდებლად მუშაობენ. მაგრამ რადგანაც ეს კანონპროექტია, ჯერჯერობით, არ ვისაუბრებ შესაძლო შედეგებზე, იმ შემთხვევაში, თუ მას კანონად მიიღებენ”,
– განაცხადა მან.

მეთიუ მილერმა რუსულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება მანამდეც გამოთქვა და იმ განცხადებაშიც აღნიშნა, რომ ეს კანონი საქართველოს ევროპულ გზას ჩამოაცილებს. მან ასევე თქვა, რომ მათი შეშფოთება ნათლად განუმარტეს საქართველოს მთავრობას.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები