კანონპროექტის მიღება დამანგრეველი იქნება დემოკრატიისთვის — რელიგიათა საბჭო
საქართველოს სახალხო დამცველთან არსბეული რელიგიათა საბჭო მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ საფარქვეშ შემუშავებული რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას. მათივე შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი მძიმე დარტყმას აყენებს და აკნინებს სამოქალაქო საზოგადოების როლს, ადამიანის უფლებების პრაქტიკულ დაცვასა და დაცვის მექანიზმებს, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარების შესაძლებლობებს, საზოგადოებაში კულტურული და სოციალური პასუხისმგებლობის სრულფასოვან რეალიზაციას.

„კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან
დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოხატულ ურყევ ნებას.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მიღება დამანგრეველი იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის!

ისევე როგორც შარშან, ახლაც, ანალოგიურად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის თაობაზე ვაცხადებთ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროექტი ან რაიმე მსგავსი ინიციატივა, არ იქცეს კანონად!

კანონპროექტი შეურაცხმყოფელია საქართველოს მოქალაქეების ღირსებისთვის!

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს „უცხო ძალის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის განხილვა!“
— ნათქვამია რელიის საბჭოს განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი რელიგიური ორგანიზციები:

  • საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
  • ქართველ მუსლიმთა კავშირი
  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  • საქართველოს ევანგელურ – ბაპტისტური ეკლესია
  • საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია
  • ხსნის არმია
  • საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან – ადვენტისტთა ეკლესია
  • მეგობართა საზოგადოება – კვაკერები
  • აღდგენილი სამოციქულო ეკლესია
  • ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
  • საქართველოს სომხური კათოლიკური ეკლესია
  • საქართველოს აჰმადია მუსლიმების გაერთიანება
  • ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია
  • წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
  • ბაჰაის საზოგადოება
  • ასურელთა წმნიდა სამოციქულო კათოლიკე აღმოსავლეთის ეკლესია
  • დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
  • საქართველოს ევანგელურ – პროტესტანტული ეკლესია
წერილის ავტორთა თქმით, ხელმოწერები გრძელდება.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები