დაბალბიუჯეტიანი ნიდერლანდური ავიაკომპანია Transavia საქართველოში შემოვიდა
დაბალბიუჯეტიანმა ნიდერლანდურმა ავიაკომპანია Transavia-მ ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანია კვირაში 2-ჯერ, ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირ, რეგულარულ რეისებს შეასრულებს.

Transavia-ს მიერ შესრულებულ პირველ რეისს ამსტერდამიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მარსელ დე ნუაიერი ჩამოჰყვა.

“შესანიშნავი აეროპორტი გაქვთ. მოხარულები ვართ, რომ ნიდერლანდები პირდაპირი საჰაერო გზით დააკავშირებს როგორც ტურისტულ, ისე ბიზნეს ვიზიტორებს საქართველოსთან. რაც დადებით გავლენას იქონიებს ეკონომიკაზე. საქართველო თავისი კულტურით, ისტორიითა და ღირსშესანიშნაობებით ბევრ სიკეთეს სთავაზობს მგზავრებს”, – განაცხადა ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის ინფორმაციით, ავიაკომპანიასთან მოლაპარაკება გასულ წელს დაიწყო.

“მოხარულები ვართ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზაფხულის სანავიგაციო სეზონს უფრო მეტი ფრენით ხვდება. კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. საქართველოს ავიაბაზარზე ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia შემოვიდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პირველ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნა ძალიან დიდია”,
– განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

Transavia 1965 წლიდან მუშაობს და ამ ეტაპზე, ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის მასშტაბით, 110-ზე მეტი მიმართულებით ასრულებს ფრენებს.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები