სუს-ი - ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტის აშენების შემთხვევაში, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს
ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტის აშენების შემთხვევაში, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს, - წერია სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, რუსეთი სამხედრო პორტს შავ ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს.

„აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტის აშენების შემთხვევაში, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს. გასათვალისწინებელია, რომ ოკუპირებული ოჩამჩირის
პორტის აკვატორიის სიმცირისა და რთული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო, მოცემულ ეტაპზე იქ რუსეთის სამხედრო ფლოტის მსხვილგაბარიტიანი საბრძოლო ხომალდების დისლოცირება/მათი მომსახურება ნაკლებად სავარაუდოა. ამასთან, საანგარიშო წელს ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ დაფიქსირებულა“,
- წერია სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

სოხუმის აეროპორტის საკითხთან დაკავშირებით, ანგარიშში წერია, რომ სოხუმის აეროპორტის მშენებლობის საკითხი ანექსიური პოლიტიკის ფარგლებში უნდა იქნას განხილული, ვინაიდან, უწყების ვარაუდით, აეროპორტი რუსეთის მართვაში იქნება, რომელიც დამატებითი ბერკეტი იქნება რეგიონში რუსეთის პოზიციების გაძლიერებისთვის.

„სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხი საოკუპაციო ძალის ანექსიური პოლიტიკის ფარგლებში უნდა იქნეს განხილული, ვინაიდან, მაღალი ალბათობით, აეროპორტის მართვის უფლება დიდწილად რუსეთის ფედერაციის ხელში იქნება. აღნიშნული კი რუსეთისთვის დამატებითი ბერკეტი გახდება რეგიონში მისი პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების გაძლიერებისთვის“, - აღნიშნულია ანგარიშში.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები