მარნეულის მერიაში სტრუქტურული რეორგანიზაცია მიმდინარეობს
28 მაისს მარნეულის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ 2024 წლის 13 მარტიდან მუნიციპალიტეტში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. რეორგანიზაციის პროცესი შეეხო მუნიციპალიტეტში არსებულ სამსახურებს, რომელთა შორისაცაა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახური და მერიის ადმინისტრაციული სამსახური.

ცვლილებების შესახებ საკითხი განსახილველად
საკრებულოს სხდომაზე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მამუკა შუბითიძემ გამოიტანა და თქვა, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში შიდა აუდიტს ემატება ორი განყოფილება, მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურს კი ცალკე გამოეყოფა ბავშვის უფლებათა მხარდაჭერის მიმართულება.

“ვინაიდან ადმინისტრაციულ სამსახურში უქმდება ინფორმაციისა და სტატისტიკის განყოფილება, და შესაბამისად იქმნება დამატებით ერთი განყოფილება ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება, რომელიც აქამდე შედიოდა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში და გამოდის ცალკე. შიდა აუდიტს რეორგანიზაციის ფარგლებში ემატება 2 განყოფილება, რომლის მიმართულებაც იქნება ერთი შიდა აუდიტის განყოფილება, ხოლო მეორე მონიტორინგის განყოფილება . შიდა აუდიტის განყოფილება მოახდენს გეგმურ აუდიტორიულ შემოწმებას როგორც მერიის სამსახურებზე, ასევე მერიის დაქვემდებარებაში მყოფ შპს აიპების და გასცემს შესაბამის რეკომენდაციას. ხოლო მონიტორინგის განყოფილების ძირითადი ფუნქცია იქნება აუდიტის განყოფილების მიერ გაცემული ფუნქციების მონიტორინგი , რეკომენდაციების გაცემა და დახმარება სამსახურებზე, აიპებსა და შპს-ებზე , რომ შეასრულონ ეს რეკომენდაციები. რეორგანიზაცია ეხება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურს. ბავშვის უფლებათა მხარდაჭერის მიმართულება, რომლის ფუნქციათა უკეთ შესრულებისათვის მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ეს ფუნქციის შესასრულებლად ჩამოყალიბდეს ცალკე განყოფილება ბავშვის უფლებებისა და მხარდაჭერის განყოფილება ,, რომელიც შეასრულებს ბავშვთა დაცვის კოდექსის მიმართულებით ფუნქციებს და უფრო ეფექტურად მოხდება აღნიშნული ფუნქციების შესრულება.“ - თქვა მამუკა შუბითიძემ და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამსახურში, სადაც ინფორმაციისა და სტატისტიკის განყოფილება შედიოდა, მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში უქმდება და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, სტატისტიკის ნაწილი შეუერთდეს ეკონომიკური განყოფილების ნაწილს, რომელიც შედის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურში.

დეპუტატებმა აღნიშნულ ცვლილებებს საკრებულოზე მხარი დაუჭირეს. არავის დაუსვამს კითხვა მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ და ცვლილებები ხმათა უმრავლესობით მიიღეს.

28 მაისის საკრებულოს სხდომის ლაივი:

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები