საქველმოქმედო კონცერტზე აქციებზე დაჯარიმებული ადამიანებისთვის 250 000 ლარი შეგროვდა
2 ივნისს, რესპუბლიკის მოედანზე გამართული საქველმოქმედო კონცერტის შედეგად რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაჯარიმებული ადამიანებისთვის 250 000 ლარი შეგროვდა. არსებული ინფორმაციით, უცხო ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხა ჯერ არ ასახულა.

ჯერ არ ასახულა უცხოეთიდან გზავნილები.

"პირველი საათის მონაცემებით, დღეს ჯარიმების ფონდზე 250 000 ლარი შეგროვდა"
– წერს Facebook ჯგუფი დაიტოვე-ს ადმინი, Nancy Woland.

2 ივნისს გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე
ქართველმა მუსიკოსებმა საქართველოს ევროპული მომავლისთვის და აქციებზე დაჯარიმებული ადამიანებისთვის იმღერეს.


წყარო: ტაბულა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google