ღარიბაშვილის თქმით, III მსოფლიო ომის ალბათობაზე რუსეთი და ნატოს სახელმწიფოები საუბრობენ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „უკრაინაში ომი არ ჩერდება“ და ბირთვული ომის რიტორიკა ისმის დაპირისპირებული ძალების — რუსეთისა და დასავლეთის — ხელისუფლებების წარმომადგენლების მხრიდან.

ღარიბაშვილმა ამბობს, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ოქტომბერში არჩევანი ერთი მხრივ, მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას და მეორე მხრივ, არეულობას, ქაოსსა და ომს შორისაა.

„შიდა
სიტუაციას კიდევ უფრო მეტად ართულებს რეგიონში არსებული სიტუაცია, ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარება. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ შევეხეთ უკრაინის ომს. ეს ომი არ ჩერდება. ჩვენ ვხედავთ რიტორიკას ბირთვული ომის ალბათობის, მესამე მსოფლიო ომის ალბათობის შესახებ და ეს მოვისმინეთ პირდაპირ დაპირისპირებული ძალების ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ვგულისხმობ, რუსეთსა და დასავლეთს, ნატოს სახელმწიფოებს. ამიტომ, ასეთ რთულ და არაპროგნოზირებად გარემოში ჩვენ გვმართებს სიფრთხილე, გონიერება, სიმტკიცე. არ უნდა დავუშვათ ქვეყნის შიგნით რამე არაპროგნოზირებადი განვითარება“,
— განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ „ქართული ოცნება“ ემზადება არჩევნებში მეოთხე ვადით გამარჯვებისთვის.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google