შაუმიანში არმენ ჰოვანესიანის თოჯინების მუზეუმ-სტუდია გაიხსნა
3 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში არმენ ჰოვანესიანის თოჯინების მუზეუმ-სტუდია გაიხსნა.

სივრცე ნიდერლანდების საელჩომ და ევროკავშირმა დააფინანსა. როგორც არმენ ჰოვანესიანი რადიოსთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, თოჯინების ადგილი მხოლოდ საკუთარი სახლის საძინებელი იყო, წარმოდგენებისთვისაც საძინებელს იყენებდა. ხელოვანთან სტუმრად მისულმა ნიდერლანდების ყოფილმა ელჩამა, მააიკე ვან კოლდამმა, არმენს სტუდიის მოწყობის იდეა შესთავაზა და დააფინანსა.



„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის, რადგან
გაიხსნა ჩემს სახლში ცალკე სახელოსნო , ჩემი სტუდია, თეატრი, სადაც ძალიან აქტიურად უნდა იმუშაოს არამხოლოდ ტურისტებთან, არამედ ადგილობრივ ბავშვებთან. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ცხოვრებენ თოჯინები. დიდი მადლობა ყველას ვინც ამ საქმეში დამეხმარა. რა თქმა უნდა, ჩემი თანხები მეც დავამატე, მაგრამ ძალიან დიდი მიზეზი იყო მოტივაცია, რომ მე ცალკე მქონოდა ჩემი სტუდია“ -
ამბობს რამენ ჰოვანესიანი.

სტუდიის გახსნას ესწრებოდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მელინე არაკელიანი.



„დღეს მე ვარ შაუმიანში, ვესწრები არმენ ჰოვანესიანის თოჯინების მუზეუმის გახსნას. განსაკუთრებით კარგია აქ ყოფნა თოჯინების გარემოცვაში. ვფიქრობ, რომ არმენი, თავის ხელოვნებით ქმნის ძალიან განსაკუთრებით სამყაროს. სამყაროს, რომელშიც არის სიკეთე, სიყვარული და ეს ყველაფერი არის ურთიერთ გაგება გმირებს შორის, რომლებსაც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობა აქვთ. ვფიქრობ, რომ არმენს ნამდვილად შეაქვს წვლილი უკეთეს გაგებასა და ეთნოსთა შორის ურთიერთობაში ამ რეგიონში. ძალიან ბედნიერი ვარ და ამაყი, რომ ნიდერლანდების საელჩომ შეძლო და მხარი დაუჭირა ამ ყველაფერს. „ - თქვა ელჩმა

ხელოვანის სტუდიის მოწყობაში ფინანსური წვლილი აქვს ევროკავშირს. პროექტი ორგანიზაცია „ჰექს-ეპერ საქართველო“ -მ (HEKS-EPER Georgia) დაახლოებით 10 000 ლარით დააფინანსა. არტ-სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ სოფელ შაუმიანში ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლები. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას პროექტის მენეჯერმა, გიორგი თვალიაშვილმა თქვა, მსგავსი პროექტების განხორციელება რეგიონის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია.

„ერთ-ერთი ჩვენი ბენეფიციარი არის არმენი, რომელმაც შექმნა ასეთი ლამაზი სივრცე, რომელიც თავის დროზე შეიძლება ითქვას, რომ დანგრეული სივრცე იყო. დღესდღეობით ასეთი ლამაზი, შემოქმედებითი სივრცე შეემატა შაუმიანს და იმედი მაქვს, რომ ეს გახდება ერთ-ერთი კულტურული ცენტრი მარნეულში, რომელსაც ბევრი ტურისტი ეყოლება. ევროკავშირი და კიდეს სხვა საერთაშორისო დონერები მხარს უჭერენ მსგავსი პროექტების განხორციელებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის და ყველა იმ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც ავითარებს ერთი მხრივ კულტურულ მრავალფეროვენაბს, ასევე ბიზნესს უწყობს ხელს.“ - თქვა გიორგი თვალიაშვილმა


არმენ ჰოვანესიანი გეგმავს, რომ საკუთარი სათქმელი თოჯინებით დიდ აუდიტორიებამდე მიიტანოს და ხელი შუწყოს მარნეულში კულტურის განვითარებას.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google