სად არის ყველაზე მეტი ბიზნესი რეგისტრირებული
მიმდინარე წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში ჯამში 273 745 აქტიური ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამათგან ყველზე მეტი ბიზნესი, თბილისში ფუნქციონირებს, კერძოდ, თითქმის 44%, შემდეგია იმერეთი 12%-ით და აჭარა 11,1%-ით.

უფრო კონკრეტულად, თბილისში ჯამში 120 360 აქტიური ბიზნეს სუბიექტია დარეგისტრირებული, იმერეთში 31 571, ხოლო, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - 30 443.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს,
ბიზნეს აქტივობის კუთხით, რეგისტრირებულ სუბიექტთა რაოდენობა ასე ნაწილდება:
  1. ქვემო ქართლი - 19 609 (7,2%)
  2. სამეგრელო-ზემო სვანეთი - 18 273 (7%)
  3. კახეთი - 15 389 (6%)
  4. შიდა ქართლი - 12 461 (5%)
  5. სამცხე-ჯავახეთი - 10 738 (4%)
  6. გურია - 6 231 (2,3%)
  7. მცხეთა-მთიანეთი - 5 870 (2%)
  8. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2 717 (1%)
  9. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა - 16 (0,01%)
აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოში სულ 995 678 ბიზნეს სუბიექტი იყო დარეგისტრირებულ თუმცა, ამათგან აქტიური მხოლოდ 27%-ია.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები