2 ივლისს, 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ნაკრების დახვედრის ღონისძიება გაიმართება
საქართველოს ნაკრების დახვედრის ღონისძიება 2 ივლისს 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალიდან, ესპანეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ნაკრების თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში 2 ივლისს, 07:30 საათზე ჩაფრინდება.

"2 ივლისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ
მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული.

21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ".
- წერია პრესსამსახურის განცხადებაში 
წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები