2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი - რომელ ადგილზეა საქართველო heritage -ის კვლევაში
ამერიკული საჯარო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი The Heritage Foundation 2024 წლის კვლევის შედეგებს აქვეყნებს, სადაც 177 ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსია გამოთვლილი.

ინდექსი აფასებს მთავრობის საქმიანობის მასშტაბებსა და ეფექტურობას 12 სფეროში, რომლებიც კონკრეტული ქვეყნების ეკონომიკური ზრდის დონეს განსაზღვრავს.

გლობალურად, 177 ქვეყანას შორის, საქართველო რეიტინგში 32-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანას ამ განხრით საუკეთესო ქულა - 77.2, 2021 წელს
ჰქონდა და მაშინ რეიტინგში მე-12 ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება ევროპის რეგიონთან შედარებას, 44 ქვეყანას შორის საქართველო მე-19 ადგილზეა. Heritage -ის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ქულა შედარებით მაღალია, ვიდრე მსოფლიო და რეგიონული საშუალო მაჩვენებლები. საქართველოს ეკონომიკა “ზომიერად თავისუფალი“ მაჩვენებელის რანგში ფიგურირებს.

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ინდექსში საქართველოს პოზიცია სომხეთზე (47-ე ადგილი), აზერბაიჯანზე (70-ე), თურქეთსა (102-ე) და რუსეთზე (131-ე) მაღალია.

10 საუკეთეს ინდექსის მქონე ქვეყანა გამოიყურება ასე:
  • სინგაპური - 83.5 ქულა
  • შვეიცარია - 83.0 ქულა
  • ირლანდია - 82.6 ქულა
  • ტაივანი - 80.0 ქულა
  • ლუქსემბურგი - 79.2 ქულა
  • ახალი ზელანდია - 77.8 ქულა
  • დანია - 77.8 ქულა
  • ესტონეთი - 77.8 ქულა
  • შვედეთი - 77.5 ქულა
  • ნიდერლანდები - 77.3 ქულა
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი თავდაპირველად 1995 წელს The Heritage Foundation-ისა და The Wall Street Journal-ის მიერ მსოფლიოს ქვეყნებში ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის გასაზომად შეიქმნა.

ინდექსის შემქმნელები ზომავენ ქვეყნების ძირითადი ინსტიტუტების ეფექტურობას, რომლებიც გავლენას ახდენენ ინდივიდების თავისუფლებაზე, საკუთარი ეკონომიკური ინტერესების განსახორციელებლად.

ინდექსი ყოველწლიურად აფასებს 177 ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუტებს, რომლებიც თავის მხრივ გავლენას ახდენენ ეკონომიკურ თავისუფლებაზე.

რეიტინგი ეკონომიკური თავისუფლების ასპექტებს აფასებს 0-დან 100-მდე.
წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები