გარევაჭრობის თემაზე 10 დღიანი ლოდინი მერიიდან - "რა შევუკვეთეთ, რა ჩამოვიდა"
მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა კვლავ პობლემად რჩება. არაერთ კუსტარულად მოწყობილ დახლს შეამჩნევთ, სადაც ძირითადად ყველი, ხაჭო, მაწონი და კვერცხი იყიდება. როგორც ჩანს, აქ რძის ნაწარმს მხოლოდ ვიზუალურად ამოწმებენ, თუმცა რა გასაკვირიც არ უნდა იყოს,მყიდველები ბევრი ჰყავთ. მყიდველების დიდი რაოდენობა ფასის სხვაობით არის გამოწვეული. მოვაჭრეები ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადასვლას მათთვის არამომგებიანად მიიჩნევენ.

"შიგნით მოხერხებული არაა შესვლა. იმიტომ, რომ კარი ერთი მხრიდან იღება და ყველა, ვინც შედის კართან ვინც დგანან მათგან ყიდულობენ და ჩვენ ისე ვრჩებით. მეც შიგნით ვიყავი და გარეთ გამოვედი. პირველი , ვინც დგას მისგან ყიდულობენ. აქ, გარეთ ჩვენც ვყიდულობთ, სოფლიდან მოაქვთ ხოლმე რძის ნაწარმი. მტვერი რომ არის ცელოფნებს ვაფარებთ. აი, დღესაც ქარია და დავაფარეთ."

"შიგნით ქირა უნდა გადავიხადოთ 100 ლარი თვეში და ძნელია, ოჯახს ძლივს ვარჩენ."

" ჩემი ნებაა სადაც მინდა იქ გავყიდი. ეს ჩემი პირადი სახლია. სახლიწ წინ ვყიდი. ასაკოვანი ქალი ვარ ბაზარში ვერ გავდივარ."

"იქ თავიანთი მყიდველები ჰყავთ და ჩვენთან არავინ მოდის მერე რომ იყიდონ
."

რძის ნაწარმის ვიზუალური შემოწმება, ტემპერატურული რეჟიმის დაუცველობა, ანტისანიტარია, ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რასაც მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდებით. ამ პრობლემების მოგვარების მიზნით მარნეულის მერიამ არაერთხელ მისცა გაფრთხილება გარემოვაჭრეებს, თუმცა დღემდე პობლემა მოუგვარებელია. თუ რა ეტაპზეა ახლა გარევაჭრობის აკრძალვა და რა გეგმები აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას ამაზე ოფიციალური  წერილით მივწერეთ, თუმცა 10 სამუშაო დღეზე მეტი დასჭირდათ რამდენიმე წინადადების დაწერაში. პასუხი ტრადიციულად, თითქის არაფრის მომცემია და წერილიდან მხოლოდ იმ ინფორმაციას ვიგებთ რომ "მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის მარნეული-სადახლოს გზის მიმდებარედ არსებულ გარე-ვაჭრობის საკითხზე მუნიციპალიტეტი სათანადო უწყებებთან ერთად აწარმოებს განსახილველი საკითხების შესწავლას შემდგომში გარე ვაჭრობის რეგულირების ღონისძიებების მიზნით".


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები