გასულ წელს ფერმერებმა 2 500 ტონა კაკლის და 2 000 ტონა ნუშის მოსავალი მიიღეს
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, 2023 წელს კომერციული ბაღებიდან ფერმერებმა 2,500 ტონა კაკლის (ჩანდლერი) მოსავალი მიიღეს, ნუშის მოსავალმა კი 2,000 ტონა შეადგინა.

ამასთან, კაკლის გამოსავლიანობა (ნიგოზი) 48% იყო, ხოლო ნუშის - 30%. ასოციაციამ ჯამში, 200-მდე ნუშის და კაკლის მწარმოებელი ფერმერი გამოკითხა.

ამასთან, წინა წელს ნუშის და კაკლის აგროინდუსტრიაში ჩართულმა 180-მა ფერმერმა საერთო ჯამში, კომერციული ბაღებიდან, დაახლოებით 1,300 ტონა ნუში და 2,000 ტონა კაკლის (ჩანდლერი) მოსავალი მიიღო.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები