კოსმეტიკის მაღაზია „ფარმასი“ და მობილურების მაღაზია „პიქსელ ტაჩი“ დაჯარიმდნენ
კონკურენციის ეროვნულმა კომისიამ კოსმეტიკის მაღაზია „ფარმასი“ და მობილურების მაღაზია „პიქსელ ტაჩი“ (PIXL MOBI) დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, დაჯარიმების მიზეზი კომპანიების მხრიდან არ მომხდარა მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და თავისი სავაჭრო წესებისა და პირობების კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს უწყების მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა, რომ შპს „ფარმასის“ და შპს „პიქსელ ტაჩის“ მხრიდან უწყების მიერ დადგენილი ვალდებულებები არ შესრულდა.

შესაბამისად, სააგენტომ ორივე კომპანიას - შპს „ფარმასს“ 4 269,7 ლარი, ხოლო „პიქსელ ტაჩს“ 11 859,5 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება ახორციელებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ - კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

ორივე კომპანიის შემთხვევაში, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოვაჭრეებს ევალებოდათ - 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და თავისი სავაჭრო წესებისა და პირობების კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა,“
- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები