2023 წლის განმავლობაში წინა წელთან შედარებით, აზარტული თამაშებიდან
მოსაკრებელის სახით ბიუჯეტში შესული თანხა გაიზარდა.
კერძოდ, წლიურად მოსაკრებელი თითქმის 23,4%-ით არის გაზრდილი.
კერძოდ, როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში
(კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი
გასულ წელს 141 171 147 ლარს, 2022 წლის განმავლობაში კი - 114 392
795 ლარს შეადგენდა.
ამასთან, 2023 წელს ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან - 67 754 805 ლარი
შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან - 3 383 861 ლარი;
სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან (ონლაინ კაზინოები) – 14 645
943 ლარი, სამორინეს მაგიდიდან - 53 316 783 ლარი, სხვა
არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი კი - 55 384 932
ლარი იყო.