საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა
კომისიამ თბილისში საოფისე შენობა დაახლოებით 21 მილიონ ლარად იყიდა,
- ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატ რომან გოცირიძისთვის გაგზავნილ
წერილშია აღნიშნული.
ამავე ინფორმაციით, სემეკმა 2022 წლის 28 დეკემბერს 1825 კვ.მ
არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთში 4,154,224 ლარი და მასზე
განთავსებულ 4388.90 კვ.მ შენობა-ნაგებობაში 16,616,997 ლარი
გადაიხადა.
„ჯამში საერთო ღირებულებამ შეადგინა 20,771,122
ლარი“, - აღნიშნულია დეპუტატისთვის სემეკის მიერ
გაცემულ პასუხში.