„მასწავლებლობა არაა რთული. უბრალოდ შენი საქმე უნდა გიყვარდეს“ - ელგუნ ოსმანოვი
27
წლის ელგუნ ოსმანოვი ბოლნისის რაიონის სოფელ არახლოში
ცხოვრობს.
2013
წელს მან არახლოს საჯარო სკოლაში, ინგლისური ენის მასწავლებლად,
დაიწყო მუშაობა. ოსმანოვის თმქით, მასწავლებლობა მისი ბავშვობის
ოცნება იყო.
„მასწავლებლობა არაა რთული. უბრალოდ შენი საქმე უნდა
გიყვარდეს“.
ელგუნი მესამედან მერვე კლასამდე ატარებს გაკვეთილებს. მისი თქმით,
ძალიან უყვარს მოსწავლეებთან მუშაობა და ამის გამო არ იღლება.
„მასწავლებელმა მოსწავლეებთან საერთო ენა უნდა გამონახოს.
თუ ასე მოხდა მშვიდად ჩაატარებს გაკვეთილს. მასწავლებელი მომავლის
მოქალაქეს ზრდის და პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს. მასწავლებელმა
თავისი სფერო კარგად უნდა იცოდეს და სულ განვითარებაზე უნდა იყოს
ორიენტირებული“ - ამბობს ელგუნ ოსმანოვი
ინგლისური ენის მსაწავლებელმა 2008 წელს საქართველოშ ჰეიდარ ალიევის
სახელობის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და ინგლისური ენის
ფაკულტეტი დაამთავრა. აღსანშნავია, რომ ელგუნ ოსმანოვი ახლა სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს.
რადიო „მარნეული“