2021-2022 წლის ფლექსის პროგრამის გამოცდები ონლაინ ფორმატში ჩატარდება

კორონავირუსის პანდემიის გამო, უსაფრთხოების ზომების მიღების მიზნით, 2021-22 წლის ფლექსის პროგრამის გამოცდები, 2020 წლის შემოდგომით, ონლაინ ფორმატში გაიმართება.



ფლექსის პროგრამის 2018 წლის კურსდამთავრებული აიტან რუსტამოვა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ძირითადად სამი ტურის გავლაა საჭირო.

„1-ლი ტური: პირველი სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე პერიოდში გაიხსნება ონლაინ პორტალი. ამ ტურში მოსწავლეებმა ონლაინ განცხადებები უნდა წარადგინონ და სამი შემოთავაზებული საკითხიდან ერთ-ერთზე ესე უნდა დაწერონ.
მეორე ტური: მოსწავლეებს მიიწვევენ ონლაინ ინგლისური ენის გამოცდაზე.
მესამე ტური: ეს ნახევარფინალის ტურია რომელიც ნოემბერში დაიწყება. აქ იქნება გასაუბრება, ესეს დაწერა, განაცხადის სრულად შევსებული ფორმა და ინგლისური ენის ცოდნის შემამოწმებელი ტესტი. ამ ეტაპზე გადასულ მოსწავლეებს ამერიკის საერთაშორისო განათლების საბჭოს ოფისი მოსაწვევებს გაუგზავნის“
- ამბობს აიტან რუსტამოვა

ფლექსის პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მოსწავლეები შესაბამის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ.

1. მიმართვის დროს საჭიროა, რომ მე-9, მე-10 და მე-11 კლასები მოსწავლეს წარჩინებით და მაღალი ქულებით ჰქონდეს დამთავრებული და ფლობდეს ინგლისურ ენას.
2. კანდიდატი უნდა იყოს დაბადებული 2004 წლის 1 იანვირდან 2006 წლის 15 ივლისამდე პერიოდში.
3. უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს ამერიკის ვიზის ასაღებად.
4. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამერიკაში სამ თვეზე მეტი დრო არ უნდა ჰქონდეს გატარებული.
5. უნდა იყოს საქართველოს მოქალაქ.
6. უნდა ისწავლოს ინგლისური ენა.

დღემდე, ფლექსის პროგრამის ფარგლებში აშშ-ში განათლება 210-ზე მეტმა შშმ მოსწავლემ მიიღო. აღსანიშნავია, რომ შშმ მოსწავლეებისათვის ასაკის/კლასის მიხედვით მოთხოვნები სხვა მოსწავლეების მოთხოვნებისაგან განსხვავდება. შშმ კანდიდატები 2002 წლის 15 თებერვლიდან 2006 წლის 15 ივლისამდე პერიოდში უნდა იყვნენ დაბადებული და მე-8, მე-9, მე-10, მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლეები უნდა იყვნენ.

ფლექსი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამაა. ფლექსის პროგრამა ყველა მოსწავლისთვის, რომელიც მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ღიაა.

განცხადების შესავსებად შეგიძლიათ ეწვიოთ გადახვიდეთ ამ ლინკზე: https://ais.americancouncils.org/flex

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები