რამდენ პირველკლასელს მიიღებს წელს მარნეულის საჯარო სკოლები
მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები 2020-2021 სასწავლო წელს 1800 პირველკლასელს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ რესურსცენტრის წარმომადგენელმა ირმა დავაძემ უთხრა.

„პირველკლასელთა რეგისტრაცია,ზოგადად, ოთხ ეტაპს მოიცავს. პირველ, მეორე და მესამე ეტაპზე, მარნეულის საჯარო სკოლებში დარეგისტრირდა 1605 მოსწავლე, ხოლო შემდეგ ეტაპზე, 195. ასე, რომ ჯამში გამოდის ზუსტად 1800 მოსწავლე“
- თქვა მარნეულის რესურსცენტრის წარმომადგენელმა.

მარნეულის მასშტაბით სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. გასულ წელს მუნიციპალიტეტმა 1800-მდე პირველკლასელი მიიღო.

აღსანიშნავია, ისიც, რომ წელს პირველად ეყოლება 74-ვე საჯარო სკოლას პირველკლასელო. მაგალითად, აღკულას საჯარო სკოლა, სამი წლის შემდეგ, წელს პირველად მიიღებს ორ პირველკლასელს. 2019-2020 სასწავლო წელს პირველკლასელის გარეშე დარჩა სოფელ ოფრეთის სკოლაც.

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები