„ახალი აზროვნების ინსტიტუტმა“ პროექტი „განათლებამ არ იცის შეფერხება“ დაიწყო
„ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ პროექტის „განათლებამ არ იცის შეფერხება“ ფარგლებში მოსწავლეებს, რომელებიც დისტანციურ სწავლებაში ვერ ჩაერთვნენ, ვერ ესწრებიან გაკვეთილებს ან სახლში ტექნიკა ან ინტერნეტი არ აქვთ, Microsoft Office”, “Teams” და “Zoom”-სი პროგრამებს შეასწავლიან.

პროექტის ავტორი არიზ დაშდამიროვი რადიო „მარნეულთან“ პროექტის მნიშვნელობისა და მიზნების შესახებ საუბრობს.

„პანდემიის დროს სკოლები დაიხურა და დისტანციური განათლება დაიწყო. რა თქმა უნდა, მაგ დროს დისტანციური განათლება ყველაზე კარგი გამოსავალი იყო. ყველაზე მეტად სოფლებში უჭირდა იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ინტერნეტი არ ჰქონდათ, კომპიუტერს ვერ ყიდულობდნენ და პროგრამაში ვერ შედიოდნენ. ბევრი მასწავლებელიც ვერ ახერხებდა პროგრამაში შესვლას. ძირითადად პატარა ასაკის მოსწავლეებს გამოვყოფდი. ისინი პროგრამა “Teams”-ით ვერ სარგებლობდნენ. მშობლების უმეტესობამაც არ იცის კომპიუტერით მუშაობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ამ პროექტის დაწერა გადავწყვიტე. პროექტის წერის დორს სადახლოში შემავალ (სადახლო, მოლაოღლუ, ხულდერე) სოფლებში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ და პროექტის დაწერა შემდეგ გადავწყვიტეთ. მერე კი „საზღვარგარეთ მცხოვრები თურქების და ნათესავების სათემო სამმართველოს“ მივმართეთ და უკვე პროექტი დავიწყეთ“- ამბობს არიზ დაშდამიროვი

დაშდამიროვის თქმით, პროექტის შექმნის კიდევ ერთი მიზეზი ახალგაზრდებისათვის ისეთი სივრცის შექმნაა, სადაც გაკვეთილების ბოლოს საშინაო დავალებას შეასრულებენ.

პროექტი „განათლებამ არ იცის შეფერხება“ ახალი აზროვნების ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებლის არიზ დაშდამიროვის ინიციატივით ხორციელდება. პროექტი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტს აფინანსებს „საზღვარგარეთ მცხოვრები თურქების და ნათესავების სათემო სამმართველო“.

რადიო „მარნეული“




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები