წლის ბოლოს მოსწავლეები წერილობით უნდა შეფასდნენ
სასწავლო წლის ბოლოს მე-4 კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეულ მოსწავლეზე შემაჯამებელი წერილობითი შეფასება უნდა დაწეროს.

წერილობითი დახასიათების დაწერას მასწავლებელს ეროვნული სასწავლო გეგმა ავალდებულებს. წერილში უნდა აღინიშნოს მოსწავლის აკადემიური მიღწევები, როგორ სძლევს სხვადასხვა საგანში მოსწავლე პროგრამას, რა მიმართულების სჭირდება დახმარება და ასე შემდეგ.

1-ლი, მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებისთვის კი პედაგოგებმა მოკლე შეფასებები უნდა მოამზადონ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები