მარნეულს წელს 29 მედალოსნობის კანდიდატი ჰყავს
მარნეულის მუნიციპალიტეტს 2021-2022 სასწავლო წელს 29 მედალოსნობის კანდიდატი ჰყავს. ადგილობივ რესურსცენტრში განმარტავენ, რომ 9 სკოლიდან 11 ოქროს, ხოლო 18 ვერცხლის მედალოსანია.

"მოსწავლეები აზიზქენდის, ალგეთი N1, სადახლო N1, საიმერლო, კაპანახჩი, წერეთელი, მარნეულის N2, N5 და N6 საჯარო სკოლებიდან არიან" - განმარტავენ მარნეულის რესურს ცენტრში.

გასულ წელს, მარნეულის მასშტაბით სკოლა მედალზე 14 - მა მოსწავლემ დაამთავრა.

ოქროს მედალის კანდიდატი მოსწავლის წლიური შეფასება X, XI და XII კლასებში, ყველა საგანში უნდა იყოს 10. ვერცხლის მედლის კი – 9.9 ან 9.8 ქულა.

აღსანიშნავია, რომ მედლების გადაცემა ყოველწლიური ტრადიცია იყო, თუმცა ტენდერებში არსებული პრობლემების გამო, ბოლო რამდენიმე წლის მედლები წარჩინებულ მოსწავლეებს ერთდოულად გადასცეს. მარნეულის საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები, რომლებმაც სკოლა 2018-2019 და 2019-2020 წელს წარჩინებით დაამთავრეს, ოქროსა და ვერცხლის მედლები 2022 წლის 4 აპრილსგადასცეს. დაჯილდოების ცერემონია ქალაქ მარნეულის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა.

მედლები გადასცეს ახალი დიონკისის, ქუთლიარის, წერეთლის, ქალაქ მარნეულის N5, საიმერლოს, მარადისის, თამარისის, ალგეთის N1, დიდი მუღანლოს, ზემო სარალის და ქვემო სარალი წარჩინებულ კურსდამთავრებულებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები