ჩანახჩის სკოლის მშენებლობის დასასრულებლად ახალი ტენდერი გამოაცხადეს
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ჩანახჩის სკოლის სამშენებლო სამუშაოების გასაგრძელებლად 1 058 545 ლარის ტენდერი გამოაცხადა.

ახალი ტენდერი გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პირველმა კონტრაქტორმა კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და ხელშეკრულება შეუწყდა. მშენებლობის დაწყებიდან დაახლოებ ორი წლის თავზე ობიექტზე განხორციელებულია რკინაბეტონის სამშენებლო სამუშაოები, სახურავის ლითონის კონსტრუქციები და აშენებულია გარე კედლები.



განსახორციელებელია შიდა და გარე მოსაპირკეთებელი კარ-ფანჯრების და იატაკების მოწყობის, შიდა და გარე წყალსადენ-კანალიზაციის, გათბობა-ვენტილაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობის და სხვა სამუშაოები.

ჩანახჩის 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობის ახალი ტენდერი 2022 წლის 19 სექტემბერს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 6-11 ოქტომბრის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარულ თვეში შეასრულოს. სამუშაოების დასრულებამდე კი მასწავლებლები და მოსწავლეები სწავლას კვლავ ვაგონებში გააგრძელებენ.



პროექტით გათვალისწინებულია და მოიცავს:

  • 8 საკლასო ოთახი და 1 კლასლაბორატორია;
  • სამასწავლებლოს და დირექციის ოთახი;
  • ბიბლიოთეკის და კომპიუტერული კლასის საერთო სათავსი;
  • სანიტარული კვანძის ბლოკები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და
  • შ.შ.მ პირებისათვის;
  • ბუფეტი- (მცირედ დაკომპლექტებულ სოფლის სკოლებში (60 მოსწავლე) საჭიროა
  • გამოიყოს ფართი მოსწავლეთა კვებისათვის. მინიმალური მოწყობილობით: 2
  • სექციიანი ელექტროღუმელით, ჭურჭლის სამრეცხაოთი და მაცივრით).
  • დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;
  • რეკრეაცია;
  • ფოიე გარდერობით, დერეფანი.
  • ღია ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი
ამავე თემაზე: ჩანახჩის სკოლის მშენებლობა შეჩერებულია - ბავშვები კვლავ ვაგონებში ისწავლიან

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები