„ახალი აზროვნების ინსტიტუტმა“ უნივერსიტეტში ჩაბარების გასამარტივებლად აბიტურიენტებისათვის ვიდეო მოამზადა
„ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ პროექტს „ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების მხარდაჭერა“ ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში აბიტურიენტებისათვის მომზადდა მათემატიკის გაკვეთილების ვიდეო, რომელსაც რეპეტიტორი ელვირ ჰასანოღლუ ატარებს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ თანადამფუძნებელმა ქამრან ეფენდიევმა განაცხადა, რომ პროექტის მიზანი აბიტურიენტებისათვის გამოცდების ჩაბარებაში დახმარებაა.

„ღია საზოგადოების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი უკვე 5 წელია რაც გრძელდება. ბოლო 4 წლის განმავლობაში 102 ახალგაზრდა ჩვენი ორგანიზაციის ცენტრებიდან საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსტეტბში ჩაირიცხა. წელს კი 32 ახალგაზრდა გადის უნივერსიტეტისთვის მომზადების კურსს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პროექტით არა მხოლოდ ცენტრში მოსული ახალგაზრდები, არამედ რეგიონში, საქართველოს განსხვავებულ ადგილებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმაც უნდა ისარგებლონ. ეროვნული გამოცდების მათემატიკურ ნაწილში მომზადების გაადვილებისათვის სამ ვიდეოს ჩავწერთ. ვიდეოებს ცნობილი რეპეტიტორი ელვირ ჰასანოღლუ ჩაწერს. ორი ვიდეო უკვე გამოვაქვეყნეთ“.

ეფენდიევის თქმით, გასული წლების მსგავსად, აბიტურიენტებს წელსაც ექნებათ შესაძლებლობა პრეტესტი გაიარონს.

„როგორც აქამდე ყოველ წელს ვატარებდით, წელსაც ჩვენი ორგანიზაციის მიერ პრეტესტირება მზადდება. ჩვენს ვებ-გვერდზე პრეტესტირების განცხადებას დავდებთ. ვიმედოვნებთ, რომ როგორც ყოველ წელს, წელსაც ასობით ახალგაზრდა ჩაერთვება გამოცდების წინა მოსამზადებელ პროცესში. ჩვენი ძირითადი მიზანი ისაა რომ რეპეტიტორთან ვისაც არ შეუძლია წასვლა, შესაძლებლობა ვისაც არ აქვს და გარკვეულ საკითხებში სირთულე ხვდებათ იმ აბიტურიენტებს შეეძლოთ ეს ვიდეო რგოლები ნახონ, ისარგებლონ და აიმაღლონ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესაძლებლობა“.

აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტებისთვის გათვალსიწინებული ვიდეო რგოლი ამჟამად მხოლოდ აზერბაიჯანულ ენაზეა მომზადებული. ეფენდიევი ამბობს, რომ მომავალში საქართველოში მცხოვრები ქართველი და სომეხი ახალგაზრდებისათვის ვიდეო რგოლების 3 ენაზე გადაღებას გეგმავენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები