მარნეულის "საზაფხულო ბაღში" წელს ბავშვების ყველაზე დიდი რაოდენობა დარეგისტრირდა
3 ივლისს, მარნეულის "საზაფხულო ბაღმა" მუშაობა დაიწყო. საზაფხულო ბაღში წელს 43 აღსაზრდელი დარეგისტრირდა. ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსის, ზაურ ქარამოვის თქმით, საზაფხულო ბაღის ისტორიაში სააღმზრდელო დაწესებულებაში სიარულის სურვილი წელს ყველაზე მეტმა ბავშვმა გამოთქვა, რის გამოც გაერთიანებას ერთი თანამშრომლის დამატება უწევს. საზაფხულო ბაღი ქალაქ მარნეულის N1 ბაღში ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს.

„საერთო ჯამში 43 ბავშვი დარეგისტრირდა, პირველ დღეს მუშაობა 26 აღსაზრდელით დავიწყეთ. ბავშვთა დიდი რაოდენობის გამო, ვაპირებთ ერთი თანამშრომლის დამატებას. ერთი ჯგუფია, პედაგოგი, ერთი ძიძა და სამზარეულოს თანამშრომლები არიან ამ დროისთვის დასაქმებულები და ახლა ვაპირებთ აღმზრდელის თანაშემწის დამატებას. 30 ზე მეტი ბავშვი არ გვყავდა ხოლმე, წელს არის ყველაზე დიდი მოთხოვნა.“ - ამბობს ქარამოვი.

მარნეულის საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია 14 ივნისს დაიწყო. რეგისტრაციის წინაპირობა მშობლების მიერ ცნობის წარდგენა იყო, რომ ისინი დასაქმებულები არიან.

„საზაფხულო ბაღების“ მუშაობის პრაქტიკა მარნეულში წლებია არსებობს, თუმცა 2020 წელს ბაღმა ფუნქციონირება პანდემიის გამო შეწყვიტა და მუშაობის განახლება 2023 წლამდე ვერ შეძლო.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები