მარნეულის შშმ პირთა საბჭოს წევრებს დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები გააცნეს
3 ივლისს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მარნეულის მუნიციპალიტეტთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე „საზოგადოება ბილიკის“ ხელმძღვანელმა, მარიკა მღებრიშვილმა წარადგინა პროექტის პრეზენტაცია და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები.

„პროექტის ძირითადი მიზანი არის ადგილობრივი პოლიტიკის გაუმჯობესება იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა დასაქმების ბაზარზე იპოვონ თავისი თავი. პროექტი ძირითადად მიმართულია როგორც ადგილობრივი, რეგიონული ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. პროექტის მიხედვით, ჩვენ ამ ეტაპზე ვმუშაობთ მარნეულის მუნიციპალიტეტთან, გორის, ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან. თვითონ პროექტი უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს. ჩვენ წინა შეხვედრაც გვქონდა მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, გავუზიარეთ ის გამოცდილება, რაც წინა ორი წლის განმავლობაში გვქონდა ამ კუთხით და გავუზიარეთ ის სიახლეები, რაც შეიძლება მარნეულის მუნიციპალიტეტისთვისაც იყოს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. დღეს ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ შევხვდეთ ადგილობრივ არასამთავრობოებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საბჭოს წევრებს და გავუზიაროთ ის გამოცდილება რაც პროექტს აქვს და ვიმსჯელოთ გუნდური მუშაობის პრიორიტეტებზე. ჩვენ მოწვეული გვყავს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენელი, რომელიც დამსწრეებს გააცნობს იმ პროგრამებს რაც სააგენტოს აქვს“ - გვითხრა მარიკა მღებრიშვილმა


შეხვედრა პროექტის „დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ახორციელებს „საზოგადოება ბილიკი“ სლოვაკურ ორგანიზაცია TENENT-ი სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შვიდი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს 2023 წლის აპრილის თვეში პარტნიორმა ორგანიზაციამ უმასპინძლა სლოვაკეთში/ბრატისლავაში, სადაც მეცათ შესაძლებლობა არსებული პროგრამებისა და სოციალური საქარმოების საქმიანობას გასცნობოდნენ და იქ მიღებული გამოცდილება გამოეყენებინათ მათ მუნიციპალიტეტებში პროგრამების დანერგვის პროცესში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები